Monday, August 12, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ნოდარ დუმბაძე.



პროექტის მთავარი იდეა. ნ. დუმბაძის შემოქმედებისგაცნობა. ცოდნის გაღრმავება.

პროექტის აქტუალობა: ამ პროექტით ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციას დიდი ქართველი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
მათ განუვითარდებათ მიღებული ცოდნა და  გამოცდილება რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ.

პროექტის მიზნები: შეძლონ ჯგუფურად შედგენილი პროექტების წარდგენა. კვლევისა და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება. განუვითარდეთ შემოქმედებითი , თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები.

მოსწავლის ასაკი: 9-10 წ.

ვადების ხანგრძლივობა: 15 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: შეისწავლიან მწერლის ბიოგრაფიულ მონაცემებს . ლექსებს, დადგამენ  სპექტაკლს მწერლის შემოქმედებიდან. მიეჩვევიან ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიებას  და ორგანიზებას. გამოუშვებენ კედლის გაზეთს. ესტუმრებიან მწერლის სახლმუზეუმს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, კომპიუტერი, ინტერნეტი, თაბახის ფურცლები.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა1. პროექტის თემის შერჩევა. კლასის დაყოფა ჯგუფებად ,მათ შორის ფუნქციების განაწილება. შეფასების სქემის გაცნობა.

აქტივობა 2.თითოეული ჯგუფი შეთავაზებული გეგმის მიხედვით  ცალ-ცალკე წარმოადგენს პროექტს.

პირველი ჯგუფი მოიძიებს ნ.დუმბაძის  ბიოგრაფიული ცხოვრებიდან ბავშვობის წლეებს. მოიძიებენ და დაისწავლიან მის ლექსებს.

მეორე ჯგუფი მოიძიებს მწერლის მეგობრების , ახლობლების მოგონებებს მისი ბიოგრაფიიდან, აარჩევენ სცენარებს მისი შემოქმედებიდან.

აქტივობა 3. მოძიებული ინფორმაციების პრეზენტაცია ჯგუფის წევრების მონაწილეობით, შესაბამისი ილუსტრაციებით.

აქტივობა 4. ვესტუმრებით ნ. დუმბაძის სახლმუზეუმს.

აქტივობა 5. ვნახავთ ფილმს „ მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.

აქტივობა 6. მეორე ჯგუფის მიერ მოძიებული სცენარით კლასი წარმოადგენს სპექტაკლს.

აქტივობა 7. კედლის გაზეთის გამოშვება.

აქტივობა 8. პროექტის შეფასება

 შეფასების კრიტერიუმი.
მაღალი.
ყვითელი ვარსკვლავი.
საშუალო
წითელი ვარსკვლავი.
დაბალი
ცისფერი ვარსკვლავი.

მუშაობა ჯგუფებში.
კარგად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან. არის აქტიური , მსჯელობს დამაჯერებლად.
თანამშრომლობა უჭირს ჯგუფის ყველა წევრთან მსჯელობს ,მაგრამ დამაჯერებლობა აკლია.
არ მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში.
პრეზენტაცია
საპრეზენტაციო მასალა კარგად აქვს მომზადებული. ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან.
აუდიტორიასთან ნაწილობრივ აქვს კავშირი. თხრობა არათანმიმდევრულია.
საპრეზენტაციო მასალა არა სწორად აქვს მომზადებული.

საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნებასთან.

პროექტის ხელმძღვანელი: გულნარა ნინიძე.


ხელმძღვანელი ელ.ფოსტა. gulnaraninidze@gmail.com

No comments:

Post a Comment