პროექტის მთავარი იდეა. ნ. დუმბაძის შემოქმედებისგაცნობა.
ცოდნის გაღრმავება.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტით ბავშვები
მოიძიებენ ინფორმაციას დიდი ქართველი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
მათ განუვითარდებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ.
პროექტის მიზნები: შეძლონ ჯგუფურად შედგენილი პროექტების
წარდგენა. კვლევისა
და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება. განუვითარდეთ შემოქმედებითი , თანამშრომლობითი
და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები.
მოსწავლის ასაკი: 9-10 წ.
ვადების ხანგრძლივობა: 15 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: შეისწავლიან მწერლის ბიოგრაფიულ
მონაცემებს . ლექსებს, დადგამენ სპექტაკლს
მწერლის შემოქმედებიდან. მიეჩვევიან ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიებას და ორგანიზებას. გამოუშვებენ კედლის გაზეთს. ესტუმრებიან
მწერლის სახლმუზეუმს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები,
კომპიუტერი, ინტერნეტი, თაბახის ფურცლები.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა1. პროექტის თემის შერჩევა. კლასის დაყოფა ჯგუფებად
,მათ შორის ფუნქციების განაწილება. შეფასების სქემის გაცნობა.
აქტივობა 2.თითოეული ჯგუფი შეთავაზებული გეგმის მიხედვით ცალ-ცალკე წარმოადგენს პროექტს.
პირველი ჯგუფი მოიძიებს ნ.დუმბაძის ბიოგრაფიული ცხოვრებიდან ბავშვობის წლეებს. მოიძიებენ
და დაისწავლიან მის ლექსებს.
მეორე ჯგუფი მოიძიებს მწერლის მეგობრების , ახლობლების
მოგონებებს მისი ბიოგრაფიიდან, აარჩევენ სცენარებს მისი შემოქმედებიდან.
აქტივობა 3. მოძიებული ინფორმაციების პრეზენტაცია ჯგუფის
წევრების მონაწილეობით, შესაბამისი ილუსტრაციებით.
აქტივობა 4. ვესტუმრებით ნ. დუმბაძის სახლმუზეუმს.
აქტივობა 5. ვნახავთ ფილმს „ მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.
აქტივობა 6. მეორე ჯგუფის მიერ მოძიებული სცენარით კლასი
წარმოადგენს სპექტაკლს.
აქტივობა 7. კედლის გაზეთის გამოშვება.
აქტივობა 8. პროექტის შეფასება
შეფასების კრიტერიუმი.
|
მაღალი.
ყვითელი ვარსკვლავი.
|
საშუალო
წითელი ვარსკვლავი.
|
დაბალი
ცისფერი ვარსკვლავი.
|
მუშაობა ჯგუფებში.
|
კარგად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან. არის აქტიური , მსჯელობს
დამაჯერებლად.
|
თანამშრომლობა უჭირს ჯგუფის ყველა წევრთან მსჯელობს ,მაგრამ დამაჯერებლობა
აკლია.
|
არ მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში.
|
პრეზენტაცია
|
საპრეზენტაციო მასალა კარგად აქვს მომზადებული. ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან.
|
აუდიტორიასთან ნაწილობრივ აქვს კავშირი. თხრობა არათანმიმდევრულია.
|
საპრეზენტაციო მასალა არა სწორად აქვს მომზადებული.
|
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: ხელოვნებასთან.
პროექტის ხელმძღვანელი: გულნარა ნინიძე.